ოლღა რომანოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს მეტრო2004.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მარტი 31, 2024.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 23 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „მეტრო2004.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|მეტრო2004.|ოლღა რომანოვა}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

დიდი მთავარი ოლღა ნიკოლოზის ასული რომანოვა
Великая княжна Ольга Николаевна Романова

დიდი კნეინა ოლღა. 1914 წლის სურათი
დაიბადა15 ნოემბერი, 1895
პეტერჰოფი, რუსეთის იმპერიარუსეთის იმპერია
გარდაიცვალა17 ივლისი, 1918 (22 წლის)
ეკატერინბურგი, რსფსრრსფსრ
დახვრეტა
დაკრძალვის ადგილირუსეთის ახალწამებულთა ტაძარი
ეროვნებარუსი
ტიტული დიდი მთავარი
რელიგიური მრწამსიმართლმადიდებელი
მშობლები ნიკოლოზ II
ალექსანდრა ფეოდოროვნა

ოლღა ნიკოლოზის ას. რომანოვა (რუს. Ольга Николаевна Романова, 15 ნოემბერი, 189517 ივლისი, 1918) — დიდ მთავარ ნიკოლოზ II-ისა და ალექსანდრა ფეოდოროვნას პირველი ქალიშვილი. დაიბადა 1895 წელს პეტერბურგთან ახლოს. აღზრდილი იყო სამეფო კარზე თავის დებთან (ტატიანა, მარია, ანასტასია) და ძმასთან (ალექსი) ერთად.

სიცოცხლის მანძილზე ოლღას მომავალი ქორწინება ყველაზე განხილვადი საგანი იყო რუსეთში. სავარაუდო კანდიდატებად სახელდებოდნენ რუსი დიდი მთავარი დიმიტრი პავლოვიჩი, რუმინეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი კაროლი, უელსის პრინცი ედუარდი, ბრიტანეთის მეფე ჯორჯ მეხუთეს უფროსი ვაჟი; და სერბეთის ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე. თავად ოლღას სურდა რუსზე ქორწინება და ქვეყანაში დარჩენა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედროებს უვლიდა, თუმცა მოგვიანებით ამ ყოველივეს ფსიქოლოგიური ტვირთის გამო ადმინისტრაციულ საქმიანობას მოჰკიდა ხელი.

რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შედეგად ოლღას მკვლელობის შემდეგ ის რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 1990-იანებში მისი გვამის ნარჩენების იდენტიფიცირება მოხდა დნმ-ის ტესტის მეშვეობით და დაიკრძალა სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში მშობლებთან და დებთან ერთად.

გარეგნობა და ხასიათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მთავარი ოლღა ნიკოლოზის ასული, 1914
ოლღა დასთან, ტატიანასთან, ერთად, 1913

სამეფო ოჯახთან დაახლოებულები იხსენებენ ოლღას, როგორც ჭკვიან, გონებაგახსნილ ბავშვს, მაგრამ ზოგჯერ ზარმაცს

ოლღას ჰქონდა წაბლისფერი ქერა თმა, ცისფერი თვალები, განიერი სახე და ზემოთ აპრეხილი ცხვირი. მისი ფრანგულის მასწავლებელი პიერ გილიარდი 10 წლის ოლღას აფასებდა როგორც „ძალიან ფერმკრთალს ციმციმა, ცელქი თვალებით“ და ოდნავ აპრეხილი(retrousee) ცხვირით.[1] ბარონესა სოფი ბუკსჰევდენის, დედამისის გუვერნანტის თქმით ის „იყო ქერა და მაღალი მომღიმარი ცისფერი თვალებით“, კარგი კბილებითა და „მოკლე ცხვირით, რომელსაც თავად უწოდებდა „ჩემს თავმდაბალ აბზეკილს“. [2] იმისდა მიუხდავად, რომ ის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზდებოდა, ოლღას თავის დებზე - ტატიანასა და მარიაზე ნაკლებად ლამაზად მიიჩნევდნენ.[3] „ბავშვობაში ის უბრალო იყო, 15 წლის ასაკში კი ლამაზი“ - წერდა დედამისის მეგობარი ლილი დენი. „ის იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, ფერმკრთალი, მუქი ლურჯი თვალებით, ღია წაბლისფერი თმითა და ლამაზი ხელებითა და ფეხებით.[4] მერიელ ბუქენენი თავის მემუარებში ახასიათებს 17 წლის ოლღას 1912 წლის იმპერიულ მეჯლისზე შემდეგნაირად: „მას არ ჰქონდა ჩვეულებრივი ნაკვთები, მისი დის - ტატიანა ნიკოლოზის ასულის თითქოს მისტიკური სილამაზე, მაგრამ მისი წვერისკენ დახრილი ცხვირით, მისი ფართო მომცინარი პირით, მისი მბრწყინავი ცისფერი თვალებით, მას ჰქონდა შარმი, სიხასხასე და მომხიბლავი ენერგია, რომელიც მას მაცდუნებელს ხდიდა. [5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pierre Gilliard, Thirteen Years at the Russian Court, p. 20
  2. Sophie Buxhoeveden, The Life and Tragedy of Alexandra Feodorovna, Chapter 16: The Empress and her Family
  3. Massie, Nicholas and Alexandra, pp. 132–133
  4. Dehn, Lili (1922). The Real Tsaritsa. ТЕРРА--Книжный клуб. ISBN 5-300-02285-3. ციტირების თარიღი: 1 აპრილი 2024. 
  5. Meriel Buchanan.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: