დავით I კურაპალატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით I.
დავით I კურაპალატი
ტაო-კლარჯეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 876
მმართ. დასასრული: 881
წინამორბედი: ბაგრატ I
მემკვიდრე: გურგენ I
შვილები: ადარნასე II
1 ქალიშვილი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ I კურაპალატი

დავით I კურაპალატი (გ. 881) — ბაგრატ I-ის უფროსი ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. კურაპალატი 876 წლიდან. იბრძოდა შიდა ქართლისათვის (სომეხთა მეფის მხარდაჭერით) აფხაზთა მეფის ადარნასე შავლიანის წინააღმდეგ; ამ უკანასკნელის მოკავშირეები იყვნენ თავისი ცოლისძმა ნასრა გვარამის ძე და გურგენ ადარნასეს ძე ბაგრატიონები. 881 წელს დავით I ვერაგულად მოკლა გვარამ (გუარამ) მამფალის ძემ ნასრამ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც ლიპარიტ I ბაღვაშმა გვარამ მამფალის კუთვნილი თრიალეთის ქვეყანა დაიპყრო და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს აქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა მოისურვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ბაგრატ I
ტაო-კლარჯეთის მეფე
876 - 881
შემდეგი:
გურგენ I